logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას
- +

8 აგვისტო. 2022. 12:55

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

,,პატივს მივაგებთ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრით ყველა დაღუპულის წინაშე და ეს უდიდესი ტრაგედია, რაც ქვეყანამ გამოიარა, არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ მშვიდობიანი გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

 

გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენებს ომში დაღუპული მეომრები აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და მერიის წარმომადგენლებმა, ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

 

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

 

 

 

big_banner
არქივი