logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
- +

8 აგვისტო. 2022. 18:28

 

 

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ომის ვეტერანებთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს,  მამა იოანემ კი მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

მოგვიანებით სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის სახელობის მემორიალი და საფლავი,  ხოლო  სოფელ ბოჟამში მფრინავ ალბერტ ბალხამიშვილის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

 

გმირთა გახსენება სოფელ აღაიანის გმირთა მემორიალთან დასრულდა, სადაც თანამებრძოლებთან ერთად 2008 წლის ომს შეწირული სოსო ბეჟიტაშვილს მიაგეს პატივი.

 

14 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ასობით დაღუპული და დაჭრილი, ათასობით ადამიანი კი საკუთარი სახლებიდან დევნილებად იქცა.

 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

 

 

big_banner
არქივი