logo_geo
სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
- +

10 აგვისტო. 2022. 16:44

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის  მერიამ სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 117 566 ლარია.

 

სოფელში მისასვლელი გზა ამორტიზირებულია, მხოლოდ  მცირე ნაწილზე   ფრაგმენტებად არის შემორჩენილი  ასფალტ-ბეტონის საფარი. გადაადგილება უჭირს როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე   ქვეითად მოსიარულეებს.

 

ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა 3219 გრძ.მეტრზე.

 

პროექტი გარდამავალია, ითვალისწინებს გზის რეაბილიტაცია-მოასფალტებას და    საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

პროექტი გარდამავალია, ითვალისწინებს გზის რეაბილიტაცია-მოასფალტებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

 

გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით შეძლებს გადაადგილებას.

 

big_banner
არქივი