logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

11 აგვისტო. 2022. 14:38

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - გამყოფი ხაზისპირა და მაღალმთიან სოფელ გორაკაში, მაღალმთიან სოფელ თელათგორსა და სოფელ გრაკალში  სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ გრაკალის პროექტით სოფელ თელიანსა და სასირეთში სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

პროექტი ითვალისწინებს:

 

  • ახალი სათავე ნაგებობის (ჭაბურღილი),
  • მონოლითური რკინა ბეტონის სამარაგო რეზერვუარის,
  • მაგისტრალური მილსადენის,
  • საქლორატორო ჯიხურის,
  • ელექტრონული ქსელის,
  • სანიტარული ზონის მოწყობის სამუშაოებს.

 

სამივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება  1 539 987 ლარია და ეელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული   შპს „თექ ჰაივეი“ ახორციელებს.

 

როგორც კასპის მუნიციპალიტეტი მერმა ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა მერიისთვის უმნიშვნელოვანესია.  ჭაბურღილების მოწყობა კი სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

 

big_banner
არქივი