logo_geo
მარტვილში ახალგაზრდობის სართაშორისო დღე აღინიშნა
- +

12 აგვისტო. 2022. 23:38

 

 

 12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ხელისუფლებისა და საზოგადოების   წარმომადგენლებთან ერთად მარტვილელ ახლაგაზრდებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე და პერსპექტივებზე, ასევე ახალგაზრდების საჭიროებებზე. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინეს.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ  ახალგაზრდებისთვის   საბა საფარელმა   და ნათია ჯიმშელეიშვილმა იმღერეს. საღამოს მარტვილელი ახალგაზრდები სოფო ხარებავა და ლუკა კვესელავა უძღვებოდნენ.

 

ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

 

big_banner
არქივი