logo_geo
თელადგორში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა
- +

15 აგვისტო. 2022. 21:02

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ეკონომიკური სამსახურის მ/შ დავით ზაქარაშვილმა მაღალმთიან სოფელ თელადგორში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.

 

მშენებელი შპს „ჰეიქ თაივეი“ ბურღვით სამუშაოებს აგრძელებს, პარალელურად კი სოფლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

 

პროექტის ღირებულება 649 999 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სოფელი დღემდე სასმელ წყალს 6 საუბნო ონკანიდან იღებს, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყალი ინდივიდუალურად ოჯახებში მიეწოდება.

 

მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფას. მოსახლეობას კი ვთხოვთ წყალი ყოველთვის მიზნობრივად და რაციონალურად გამოიყენონ, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

big_banner
არქივი