logo_geo
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით სოციალურად დაუცველმა 300-მდე ბავშვმა აკვაპარკ „ანაკლიაში“ დაისვენა
- +

17 აგვისტო. 2022. 21:51

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით აკვაპარკ „ანაკლიაში“, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. აკვაპარკში 300-მდე მოზარდმა უფასოდ დაისვენა, რეგიონის მუნიციპალიტეტიდან კი მათი ტრანსპორტირება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ მოხდა. აკვაპარკის ადმინისტრაციამ მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები დაგეგმა.

 

დღის ბოლოს ბავშვებს აკვაპარკის ადმინისტრაციამ და კომპანია „კოკა-კოლამ“ საჩუქრები გადასცეს.

 

მსგავსი აქტივობების ჩატარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაცია სხვადასხვა მიმართულებებით გეგმავს.

 

 

 

big_banner
არქივი