logo_geo
სოფელ წინარეხში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა
- +

22 აგვისტო. 2022. 17:07

 

 

სოფელ წინარეხში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებშიმ სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

 

არხის სიგრძე 1130 გრძივი მეტრია, სადაც გაწმენდის შემდეგ 132 გრძივ მეტრზე d=500 მმ პოლიეთილენის მილი ჩალაგდა.

 

არსებული არხი, რომელიც წინარეხის მოსახლეობის ფართობებს რწყავს, გაწმენდას და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

 

სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოების პრობლემის მოგვარება მოსახლეობამ სოფლის კრებაზე გადაწყვიტა.

 

არხის გაწმენდა-რეაბილიტაციაზე 23 900 ლარი დაიხარჯა, რომლის სამუშაოები ი/მ დავით კოშაძემ შეასრულა.

 

big_banner
არქივი