logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებას
- +

23 აგვისტო. 2022. 12:02

 

 

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ ასკანაში, მთისპირში თამარ მეფის ციხის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 103 000 ლარი და მასზე მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რასაც შემდგომ, შესაბამისი სამუშაოები მოყვება. შედეგად მე-4 საუკუნის ისტორიული ძეგლის კონსერვაცია და ოზურგეთში კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაციის შექმნა მოხდება. 

 

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება, არის ნაგომრის კულტურის სახლი. რეაბილიტირებული და განახლებული შენობა გამორჩეული იქნება თავისი სილამაზით და არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 84 000 ლარამდე და მასზეც მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდით მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსული იყო ოზურგეთში და ამ პროექტების დაწყება პირადად დააანონსა. როგორც ხედავთ ეს პირობას სრულდება“, - განაცხადა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე.

 

 

 

big_banner
არქივი