logo_geo
ოზურგეთის მერი: არავის მივცემთ შეჭირვებული ადამიანებით მანიპულირების საშუალებას
- +

8 სექტემბერი. 2022. 13:02

 

 

„მინდა გამოვეხმაურო უფასო სასადილოსთან დაკავშირებულ საკითხსაც: კანონის თანახმად, ჩატარდა მომსახურების მიწოდებაზე ტენდერი, რომელიც როგორც წესი ყოველწლიურად ცხადდება. გაიმარჯვა ახალმა სუბიექტმა, რომელიც ვალდებულია, ბენეფიციარებს მოემსახუროს დადგენილი სტრანდარტით. ამას მოჰყვა ადგილობრივ მედიაში რამდენიმე სტატია, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, თითქოს კვების პირობები არასათანადო და ბენეფიციარებისთვის მიუღებელია. სტატიების გამოქვეყნების დრო და შინაარსი ჩვენთვის საყურადღებო იყო - ამიტომ ჩატარდა მონიტორინგი და გამოიკითხა 180-დან 155 ბენეფიციარი. გადამოწმდა კვების პირობები და რეგულარობა“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

 

მისივე თქმით, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის პირობები იგივე ან უკეთესი და დამაკმაყოფილებელია. გამოიკვეთა ასევე სავარაუდო მანიპულაცია, როდესაც გარკვეული პირები ბენეფიციარებს უკავშირდებოდნენ და ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას სთხოვდნენ სრულიად სხვა საკითხზე, ვიდრე ეს განცხადებაში ეწერა. შემდგომში ეს განცხადება მედიითაც გამოქვეყნდა.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პერიოდულად ჩავატარებთ მონიტორინგს, მაგრამ მინდა დაინტერესებულ პირებს ვუთხრა - არავის მივცემთ შეჭირვებული ადამიანებით მანიპულირების საშუალებას. მოხდება ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე რეაგირება და არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამოაშკარავება“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი