logo_geo
ბათუმში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
- +

12 სექტემბერი. 2022. 13:17

 

 

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

 

შემთხვევა აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში არავინ იმყოფებოდა.

 

„მაღაზიაში ვიყავი, ვმუშაობდი. ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, რომ სახლი იწვოდა. იქიდან გამოვიხედე და დავინახე, რომ აივანზე უკვე ცეცხლი იყო. დანარჩენი არაფერი ვიცი, როდის, როგორ და რანაირად მოვედი, არ ვიცი. სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. გადავრჩით, ორი ტყუპი მყავს. ყველა გადავრჩით და ყველა კარგად ვართ“, - ამბობს სახლის მეპატრონე „ტვ პირველთან“ საუბარში.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამაშველო დახმარების ბრიგადები.

 

 

big_banner
არქივი