logo_geo
კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა
- +

12 სექტემბერი. 2022. 15:46

 

 

10 და 11 სექტემბერს ქალაქ კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა.

 

შეჯიბრი  2004-2005 წელს დაბადებულთა შორის ჩატარდა, რომელშიც სპორტსმენები საქართველოს 26 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ. შეჯიბრზე 10 გამარჯვებული მოჭიდავე გამოვლინდა, მათგან ერთ-ერთი კასპელი გიორგი ხიზამბარელია.

 

გამარჯვებულები 8 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისში გამართულ ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში.

 

გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და ტიტულოვანმა მოჭიდავეებმა გადასცეს.

 

შეჯიბრს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტის მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზებული ჩატარებისთვის.

 

 

big_banner
არქივი