logo_geo
ჩეხი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ
- +

14 სექტემბერი. 2022. 17:42

 

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარა მოინახულეს. ისინი ასევე სტუმრობდნენ მტირალას ეროვნულ პარკს, სადაც ადგილობრივი ტურისტული სერვისებით ისარგებლეს და პარკის უნიკალური ტურისტული ბილიკები დალაშქრეს. ჩეხეთი აჭარისთვის საცდელი ტურისტული ბაზარია, სადაც ტურის შედეგად რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები გამოქვეყნდება.

 

სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათავო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.

 

 

big_banner
არქივი