logo_geo
ლენტეხში დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლენტეხობა“ აღნიშნეს
- +

18 სექტემბერი. 2022. 19:48

 

 

ლენტეხში დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ლენტეხობა“ აღნიშნეს.

 

ღონისძიებები მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე გაიმართა, სადაც ეთნოგრაფიული კუთხეები იყო მოწყობილი. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ცხენოსნებისა და ჩოხოსნების მარში.

 

ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება, რომელზეც ლენტეხის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები დაჯილდოვდებიან.

 

ამასთან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა პირველი რეანიმობილი, რომელიც რეგიონს დღემდე არ გააჩნდა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოძახება ქუთაისიდან ხდებოდა. რეანიმობილი, რომელიც ლენტეხის გარდა ცაგერის მუნიციპალიტეტსაც მოემსახურება, დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივით შეიძინეს.

 

 

big_banner
არქივი