logo_geo
დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე აღინიშნა
- +

25 სექტემბერი. 2022. 18:22

 

 

 

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღე  აღინიშნა. 

 

ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა ადგილობრივი თვითმმართველობის  ხელმძღვანელი პირები,  თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

პოლკოვნიკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა საქართველოს ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა.  ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილი და ახლობლები.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი