logo_geo
ზურაბ პოლოლიკაშვილი: მივესალმები „ღვინის დღეების“ გამართვის ინიციატივას. ყოველწლიურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ენოტურიზმი მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია
- +

9 ოქტომბერი. 2022. 22:23

 

ის, რომ დღეს დიპლომატები, საერთაშორისო მედია, საერთაშორისო კომპანიები ესწრებიან ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფესტივალზე - „ღვინის დღეები საქართველოში“, საუბრისას განუცხადა.

ჩემთვის პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში. საქართველო თუ არსებობდა და იარსებებს ტურიზმის სფეროში, ალბათ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნება ენოტურიზმი. მოხარული ვარ და მივესალმები ამ ინიციატივას. ყოველწლიურად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ენოტურიზმი მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს.

საქართველოს მთავრობასთან ერთად მომავალში ვგეგმავთ საერთაშორისო ღონისძიების გამართვას. ჩვენ ოთხი წლის წინ, ერთხელ უკვე ჩავატარეთ მსგავსი ღონისძიება. ის, რომ დღეს დიპლომატები, საერთაშორისო მედია, საერთაშორისო კომპანიები ესწრებიან ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი უცხოელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის - „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

 

 

big_banner
არქივი