logo_geo
ოზურგეთში ღვინის ფესტივალი გაიმართა
- +

10 ოქტომბერი. 2022. 01:06

 

პრემიერ მინისტრის ინიციატივით, დღეს ოზურგეთში ღვინის ფესტივალი - „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ღვინის დღეების“ ფარგლებში სამკუთხა სკვერში დაიწურა ყურძენი; მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ღია კაფეტერია; ქართული სუფრა და ფოლკლორი. ჩატარდა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის - წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია და პოპულარიზაცია გაუწიონ გურულ ღვინოს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და ადგილობრივ მეწარმეებს ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!“, - აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა.

big_banner
არქივი