logo_geo
11 ოქტომბერს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- +

11 ოქტომბერი. 2022. 00:03

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ123-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემების მიმდინარე ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების მიზნით 2022 წლის 11 ოქტომბერს 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტით მოძრაობა.

 

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

 

 

big_banner
არქივი