logo_geo
„თუშეთი - ჩემი მემკვიდრეობა“ - საქართველოს ეროვნულ ფონდში დაჯილდოება გაიმართება
- +

11 ოქტომბერი. 2022. 00:30

 

 

საქართველოს ეროვნული ფონდის ინიციატივითა და მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის მხარდაჭერით 15 ოქტომბერს, შაბათს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ფონდში გაიმართება კონკურსის - თუშეთი - ჩემი მემკვიდრეობა“ დაჯილდოება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კონკურსი 2021 წელს გამოცხადდა. გამოვლინდა 9 გამარჯვებული თუშეთის სოფლებიდან - დართლო, ომალო და ალვანის მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებმა საკონკურსო წინადადებებში წარადგინეს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თვალსაჩინო მაგალითები. მათ გადაეცემათ ფულადი ჯილდო და სიგელი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

 

საქართველოს ეროვნული ფონდის შენობა მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. დაჯილდოებისთვის კონკურში გამარჯვებული თუშები ესტუმრებიან ფონდს. დღის განმავლობაში დაგეგმილია: კონკურსანტების დაჯილდოება; ფოტოარქივის გამოფენა თუშური ყოფა-ცხოვრების შესახებ; საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მომღერალი მარი ხაჩიძე და ფოლკლორის სახლის წარმომადგენლები ალვანიდან; წარმოდგენილი იქნება ხელოვან ნინუცა შატბერაშვილის სუფრა-პერფორმანსი, სადაც შესაძლებელი იქნება თუშური სამზარეულოს დაგემოვნება; ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობს ალვანელი ლევან მიქელაძე, რომელიც მსურველებს შესთავაზებს თუშურს ყავას და ასევე ერბოიან ყავას, რომელიც მზადდება ქუმელისაგანან (ქერისაგან).

 

მემკვიდრეობაზე მზრუნველი მოქალაქეების გამოსავლენად, კონკურსი „ჩემი მემკვიდრეობა“ მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

 

საქართველოს ეროვნული ფონდი დაარსდა 2016 წელს. ფონდის მიზანია, გადაარჩინოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა სიცოცხლისუნარიანი მართვის გზით. ამჟამად, ფონდი ახორციელებს პროექტს „თბილისში, თუშეთსა და ხევსურეთში.

 

დაჯილდოების ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი