logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 12:21

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა შეემატა.

 

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და  საკრებულოს დეპუტატებმა  სოფელ ზემო რენეს ახლ  საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერეს.

 

ორ სააღმზრდელო ჯგუფზე გახსნილი საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება,  მათ შორის 4 გამყოფი ხაზისპირაა, ხოლო 3 მაღალმთიანი.

 

„ადმინისტრაციულ ერთეულში 30 წელი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაჰყავდათ. დღეს პატარებს კომფორტული სააღმზრდელო გარემო აქვთ და ეს ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, ვინაიდან მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვზე ზრუნვა და მის განათლებაზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

big_banner
არქივი