logo_geo
ხიზამბარელის დაჯილდოება
- +

18 ოქტომბერი. 2022. 11:42

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ჭაბუკებს შორის  ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ხიზამბარელი საჭიდაო ჩოხით დააჯილდოვა.

 

17 წლის გიორგი ხიზამბარელი კასპის სპორტულ  კომპლექსში ვარჯიშობს. მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს წევრები გიორგის, ვარჯიშის დროს  კასპის სპორტულ კომპლექსში  ესტუმრნენ.

 

ვახტანგ მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონს  და მის მწვრთნელს სოსო მამულაშვილს კიდევ ერთხელ მიულოცა ჩემპიონობა და წარმატებები უსურვა. „17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდე უდიდესი შრომის შედეგია. იმედი მაქვს, რომ გიორგი  მაღალ ტიტულოვანი მოჭიდავის სტატუს შეინარჩუნებს და კვლავაც  ასახელებს მშობლიურ მუნიციპალიტეტს“ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 

გიორგი ხიზამბარელი მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი თანხითაც დააჯილდოვა.

 

 

big_banner
არქივი