logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა
- +

27 ოქტომბერი. 2022. 12:01

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ერთეული ახალი ნარჩენმზიდი ავტომანქანა შეიძინა და ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობას“ გადასცა.

 

დღეიდან მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახალი ნარჩენმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინა.

 

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, დღემდე მუნიციპალიტეტს 2 მაღალი გამავლობის ნარჩენმზიდი ემსახურებოდა, რაც არ იყო საკმარისი და მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

 

„არსებული ნარჩენმზიდები სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში გადაინაცვლებს. წლის ბოლომდე დამატებით შევიძენთ 200 ერთეულ გალვანიზირებულ ნარჩენის ურნებს, შედეგად მოსახლეობის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, რომელიც გართულებული განსაკუთრებით ზაფხულის თვეებშია“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

big_banner
არქივი