logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ ევროპულ ინტეგრაციასთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები
- +

18 ნოემბერი. 2022. 00:02

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკურ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა მივაწოდოთ ახალგაზრდებს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პროგრესი რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულებისა და ევროინტეგრაციის კუთხით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ევროპულ ინტეგრაციასთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

მონაწილეებსაც აინტერესებდათ ეს დეტალები, თუ რა სირთულეები არსებობს ამ მიმართულებით და როგორ ვცდილობთ ერთი მხრივ ვითანამშრომლოთ პარლამენტში, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს, და ის სიკეთეებიც, რაც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან. თუ რას გულისხმობს ევროპა საქართველოსთვის, რას გულისხმობს ევროპული რეგულაციები. სტანდარტები, წესები, პრინციპები ქართული საზოგადოებისთვის, სად ვიქნებით ჩვენ მას შემდეგ, როდესაც ჩვენი კანონმდებლობის კიდევ მეტი ჰარმონიზება მოხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ძალიან სასიამოვნო და მეგობრული კომუნიკაცია გვქონდა ამ საკითხებზე და მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობები ჩნდება ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრას ქვემო ქართლში, სამცე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები სტუდენტები ესწრებოდნენ.

big_banner
არქივი