logo_geo
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება
- +

9 დეკემბერი. 2022. 15:01

 

 

კასპში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის საფუძველის მოწყობის შემდეგ, ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ქუჩაზე, რომლის სიგრძე 306 გრძივი მეტრია მოეწყობა ეზოში შესასვლელებიც.

 

ქუჩის მოასფალტების სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გლობალჰაუსი“ ახორციელებს.

 

ვაჟა-ფშაველას ქუჩის სამუშაოების ღირებულება 117 984 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. ვაჟა - ფშაველას ქუჩის მაცხოვრებლები პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი ქუჩით შეძლებენ გადაადგილებას.

 

 

big_banner
არქივი