logo_geo
ირაკლი ქარსელაძემ და გიორგი ურუშაძემ გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს
- +

2 დეკემბერი. 2022. 16:44

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

 

14.4-კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. წლის ბოლომდე დაგეგმილია აღნიშნული გზის 4-ზოლიანი 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა.

 

„აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, ტურისტული ზონების გვერდის ავლით ვიმგზავროთ ჩქაროსნული გზით უფრო მეტად კომფორტულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის სატრანზიტო გადაზიდვების და ტურისტულ ზონებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული გზა, ასევე, მოგვცემს შესაძლებლობას, ბევრად უფრო სწრაფად მივიდეთ გურიაში არსებულ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტთან - „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზთან“, - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

 

 

big_banner
არქივი