logo_geo
სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

20 დეკემბერი. 2022. 18:15

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის I ეტაპის დასრულების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.

 

გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყო რკინაბეტონის კიუვეტები ცხაურებით და ეზოში შესასვლელები.

 

5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი გარდამავალია, დასრულდება 2023 წელს და ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ გადაადგილებას.

 

 

big_banner
არქივი