logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
- +

22 დეკემბერი. 2022. 20:38

 

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეშიმკვლელობა მოხდა. 83 წლის კაცმა ძმის ცოლი მოკლა. 73 წლის ქალი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.

big_banner
არქივი