logo_geo
კასპში ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაარსდა
- +

23 დეკემბერი. 2022. 14:39

 

 

კასპში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ)  დაფინანსებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაარსდა. ცენტრის მიზანი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და დასაქმების გაზრდის ხელშეწყობაა, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული.

 

შეთავაზებული მრავალკომპონენტიანი პაკეტი (ALP) მოიცავს: პიროვნულ და პროფესიული განვითარების, კულტურის, ახალგაზრდების, სპორტის, ჯანმრთელობის და სხვა პროგრამებს. ცენტრში კომპიუტერის, ჭრა-კერვის,  კულინარიის, ჭიქაზე მხატვრობის, უცხო ენების კურსები და პრაქტიკული სამუშაო სივრცეები მოეწყო.

 

გახსნის ღონისძიებას  გერმანიის საელჩოს ეკონომიკური და პრესის  დეპარტამენტის უფროსი, პირველი მდივანი სარა ზიელონკა, უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, DVV internacional -ის რეგიონალური დირექტორი კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ტომას ლიხტენბერგი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და თემის წევრები ესწრებოდნენ.

 

სარა ზიელონკამ მადლობა გადაუხადა ვახტანგ მაისურაძეს მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, მერმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.

 

კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი  DVV internacional საქართველოს სათაო ოფისის მიერ რიგით მე-14 ცენტრია.

 

 

big_banner
არქივი