logo_geo
ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია გამოქვეყნდა
- +

23 დეკემბერი. 2022. 15:16

 

 

წელს, ბათუმის შესახებ უცხოურ მედიაში 150-მდე სტატია, ბლოგპოსტი და სიუჟეტი გამოქვეყნდა. Bloomberg, Euronews, Wanderlust, Conde Nast Traveler, Forbes, Dailymail და  New York Times იმ გავლენიან მედიაგიგანტებს შორისაა, სადაც ბათუმის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები დაიბეჭდა. აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნო მკითხველს ისეთი მსხვილი ტურისტული გამოფენების გამოცემებმაც, როგორებიცაა ბერლინის ITB BERLIN NEWS,  ლონდონის WTM YEARBOOK და დუბაის ATM DUBAI DAILY PUBLICATION.

 

2022 წელი ბათუმისთვის გამორჩეული იყო საერთაშორისო აღიარებების კუთხითაც. წელს პირველად, ევროპის ჯილდოს შემდეგ ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც მსოფლიოს წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. წელსვე, ოფიციალურად დასახელდა ბათუმი 2023 წლის World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელ ქალაქად. აღნიშნულმა მიღწევებმა, კიდევ ერთხელ განამტკიცა ბათუმის, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების სტატუსი.

 

 

big_banner
არქივი