logo_geo
კასპის სახელოვნებო სკოლაში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
- +

30 დეკემბერი. 2022. 12:31

 

 

ქალაქ კასპის სახელოვნებო სკოლაში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეები.

 

სახელოვნებო სკოლაში დღეს 300-მდე მოსწავლე ეუფლება მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას, რომელსაც 18 პედაგოგი ემსახურება.

 

2021 წელს სკოლა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულად იქნა რეაბილიტირებული.

 

საშობაო კონცერტს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

მერმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს დამდეგი ახალი  წელი მიულოცა - მშვიდობიანი, ჯანმრთელი და წარმატებული წელი უსურვა.

 

 

big_banner
არქივი