logo_geo
ფოთში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს
- +

7 იანვარი. 2023. 17:28

 

 

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ზეიმი მიმდინარეობს.

 

ფოთის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ზღაპრის გმირების და ორკესტრის საზეიმო მსვლელობით დაიწყო.

 

„მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები,მიმდინარეობს კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. პატარებს კი თოვლის ბაბუა მასპინძლობს.

 

17:20 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც ფოთელებს შობა-ახალ წელს ანსამბლი ,,გორდელა'' და ჯგუფი ,,ბანდეროლი” მიულოცავენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი