ძლიერი ქარის გამო, სენაკში, სამი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე, ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. დაშავებულები „არქიმედეს“ კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური . შემთხვევა სენაკში დღის პირველ ნახევარში მოხდა.
სენაკის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ძლიერი ქარია, რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ქარმა სახურავები გადახადა კორპუსებსა და საცხოვრებელ სახლებს. დაზიანებულ ლოკაციებზე, შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.