logo_geo
ზუგდიდის შესასვლელთან სამგზავრო ავტობუსს ხე დაეცა
- +

13 იანვარი. 2023. 16:40

 

 

ზუგდიდის შესასვლელთან, მგზავრებით სავსე ავტობუსს ხე დაეცა. არსებული ინფორმაციით, ქარმა ხე მოგლიჯა, თუმცა, მძღოლმა სწრაფად დამუხრუჭება მოასწრო. წაქცეულმა ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა. მსუბუქად დაშავდა მხოლოდ ავტობუსის მძღოლი. ავტობუსი თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა.

 

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში მეოთხე დღეა ძლიერი ქარია.

 

 

big_banner
არქივი