გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
სენაკში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სასულიერო პირმა დაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, მამა იოსებ ბურჯანაძეს სხეულის 50% დამწვარი აქვს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა სენაკში ხანძრის გამომწვევი მიზეზი.