logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტში 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები
- +

27 იანვარი. 2023. 11:51

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების ტენდერები.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება:

 

  • ქალაქ კასპში, ქარწისის დასახლებაში ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ კასპში ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა;
  • ქალაქ კასპში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიატაცია;
  • ქალაქ კასპში გორგასლის ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
  • ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე;
  • ქალაქ კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტება;
  • კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გამდლისწყაროს ბოლომდე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა.

 

ყველა პროექტი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მერიასა და მშენებელ ორგანიზაციას შორის დაიდება ხელშეკრულება და შესაბამისად დაიწყება სამუშაოები.

 

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, მუნიციპალიტეტის მერიას გამოცხადებული აქვს ქალაქ კასპში საცურაო აუზის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა.

 

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

 

 

big_banner
არქივი