logo_geo
სამტრედიაში, კორპუსის სახურავის შეკეთებისას მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
- +

28 იანვარი. 2023. 18:20

 

 

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულება.

 

მამაკაცი კომპანიას ჰყავდა დაქირავებული და სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა.

 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი