logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: აქტიურად მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე კანონის დაცვასა და წესრიგს უზრუნველყოფს
- +

7 თებერვალი. 2023. 12:27

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის ინფრასტრუქტურული განახლების და მოდერნიზაციის პარალელურად, აქტიურად მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციაც, რომელიც  მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამის სფეროში კანონის დაცვასა და წესრიგს უზრუნველყოფს“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

 

„დავიწყეთ გარე ვაჭრობის რეგულირება ქალაქის მასშტაბით და ვთხოვთ ყველას, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას და არ დაარღვიონ კანონი. მუნიციპალიტეტის იერსახე, სანიტარული ნორმების დაცვა და ფეხით მოსიარულეთა - ქვეითთა, მოქალაქეთა უსაფრთხოება უალტერნატივოა. ასევე, ყველა მეწარმეს ვთხოვთ, მოაწესრიგონ საკუთარი სავაჭრო ობიექტები და დაიცვან კანონი“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი