logo_geo
სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
- +

13 თებერვალი. 2023. 16:03

 

 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.

 

„ირაკლი სოფელ თელიანის მკვიდრია, მან ვარჯიში სოფელ მეტეხში ნუგზარ მამულაშვილთან დაიწყო, რომელსაც მის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

 

ვულოცავთ 20 წლის ირაკლის და ნუგზარ მამულაშვილს დაუღალავი შრომის ფასად მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ.

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის ღია პირველობა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა“, - აღნიშნულია კასპის მერიის განცხადებაში.

 

big_banner
არქივი