logo_geo
კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
- +

22 თებერვალი. 2023. 16:15

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  ამჯერად  ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „დინ გრუპს“ შორის გაფორმდა, რომელიც კასპში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია/მოასფალტებას ითვალისწინებს.

 

სამუშაოები 1 500 გრძივ მეტრზე განხორციელდება. პროექტის ღირებულება 840 008 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

 

„2021 წელს წერეთლის ქუჩა ნაწილობრივ მოასფალტდა რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსაწესრიგებელი იყო.  2022 წელს კომუნიკაციების სრულად მოწესრიგების შემდეგ  შესაძლებელი გახდა ქუჩის სრული რეაბილიტაციის დაწყება. ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს მოსახლეობისა და ტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

big_banner
არქივი