logo_geo
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
- +

22 თებერვალი. 2023. 18:22

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი დისკომფორტი.

 

გარდა იმისა, რომ სპეციალური ტექნიკით იწმინდება პრობლემური მონაკვეთები, მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას.

 

სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და სოციალური პროგრამით დასაქმებული პირები.

 

ამბროლაურში იწმინდება საავტომობილო გზები, ხიდები, საფეხმავლო ბილიკები და სხვადასხვა ობიექტებთან მისასვლელი მონაკვეთები.

 

სამუშაო ჯგუფები მობილიზებულია სოფლებშიც და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახორციელებენ გაწმენდით სამუშაოებს.

 

 

big_banner
არქივი