logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: ბაკურიანში ჩემპიონატი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ვუმასპინძლეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, რომლისგანაც უმაღლესი შეფასება მივიღეთ
- +

25 თებერვალი. 2023. 23:32

 

გასული რამდენიმე დღე ჩვენთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ბაკურიანში ჩემპიონატი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ვუმასპინძლეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც პირადად ჩამოვიდა ბაკურიანში. ასევე ესტუმრა სვანეთს და მოინახულა ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აშენებდა ორივე სამთხო-სათხილამურო კურორტზე, ჩვენმა ქვეყანამ მისგან უმაღლესი შეფასება მიიღო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საქართველო საერთაშორისო მედიის ეპიცენტრშია. მუდმივად ხდება პირდაპირი ტრანსლირება ევრონიუსსა და ევროსპორტზე, რაც დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს ქვეყანას გაზარდოს ცნობადობა, მოიზიდოს მეტი საერთაშორისო ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. ბაკურიანში ფაქტობრივად ყველა განთავსების ობიექტი სავსეა. სავსეა ტურისტებით, ასევე შიდა ვიზიტორებით“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

big_banner
არქივი