logo_geo
კასპის საფეხბურთო სკოლას „დინამო თბილისის“ აკადემია სტუმრობდა
- +

15 მარტი. 2023. 18:05

 

 

წელს კასპში, „დინამო თბილისის“ აკადემიის მიერ პროგრამის - „საფეხბურთო ყურადღება რეგიონებს“ ფარგლებში ერთი სავარჯიშო ჯგუფი გაიხსნა.

 

აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, რეგიონის კურატორი პაატა მეტრეველი და მენეჯერი გია ისიანი ჯგუფის ვარჯიშს დაესწრნენ, მოგვიანებით კი მწვრთნელებს - შავლეგ მაჭარაშვილსა და ნიკა ლეკვეიშვილს გადამზადების სპეციალური კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

 

შეხვედრას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი დაესწრნენ. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მერია ყოველთვის მზადაა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

 

 

big_banner
არქივი