logo_geo
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მარტვილში პროექტები დაათვალიერა
- +

16 მარტი. 2023. 14:35

 

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს  შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნამიკოლაოს და თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ნამიკოლაოს  დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში იგება 4 645 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი. აღნიშნულ გზაზე  ამ ეტაპზე  საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ღირებულება 3 269 997 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ქვაითში, მდინარე ნოღელაზე მოწყობილი ნაპირსამაგრი, დამეწყრილი გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი და საავტომობილო ხიდის ბურჯთან მოწყობილი გაბიონი. 

 

 

 

big_banner
არქივი