logo_geo
ხაშურში მდებარე სოფელი ცოცხნარა გარესამყაროს მოწყდა
- +

11 ივნისი. 2017. 01:09




ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ცოცხნარასთან დამაკავშირებელი გზა ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩაკეტა. გზა ჩამოშლილი მიწის მასით და ხეებითაა ჩაკეტილი. ასევე მოწყვეტილია სოფლები ოძისი და ცივწყარო. გართულებულია სატელეფონო კავშირი.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ცოცხნარაში მწყემსი მდინარეში ჩავარდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური მწყემსს ეძებენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი