logo_geo
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- +

17 მარტი. 2023. 18:34

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა კასპში ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

 

1480 გრძივი მეტრი სიგრძის ქუჩის   რეაბილიტაციას  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ასრულებს.

 

პროექტის ღირებულება   534 999 ლარია და  რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ხეთაგუროვის ქუჩის  ძირითადი მისასვლელი აღმართი, 2021 წელს მოეწყო, პარალელურად  ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა. ხეთაგუროვის ქუჩასთან ერთად ქალაქის მთავარ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი