logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში უფასო ოფთალმოლოგიური აქცია ჩატარდა
- +

18 მარტი. 2023. 11:58

 

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში უფასო ოფთალმოლოგიური აქცია  ჩატარდა.

 

აქცია  კლინიკა ნიუ ვიჟენის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

 

კლინიკის  ოფთალმოლოგმა იოანე შათირიშვილმა  აქციის ფარგლებში 40 პაციენტს გამოკვლევა და  კონსულტაცია გაუწია.

 

აქციის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი გაეცნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი