logo_geo
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა
- +

21 მარტი. 2023. 12:59

 

 

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატები უსურვა როგორც პროფესიულ, ისე პირად საქმიანობაში.

 

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში არსებულ მზარდ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

 

2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.

 

,,ბიზნეს საქმიანობის ეს დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო პოლიტიკას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

ზრდის ტენდენციაა ბიზნეს სექტორის 2022 წლის კვარტალურ მაჩვენებლებშიც. IV კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბრუნვა გაზრდილია 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით.

 

 

 

 

big_banner
არქივი