logo_geo
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან
- +

21 მარტი. 2023. 16:36

 

 

21 მარტის, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მარტვილის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

 

ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებს სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.

 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი