logo_geo
სვანეთის რეგიონში სამთო-სამაშველო სწავლების მეორე ეტაპი დასრულდა
- +

1 აპრილი. 2023. 12:42

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების გადამზადების მეორე ეტაპი სვანეთის რეგიონში ჩაუტარდათ.

 

სამთო-სამაშველო წვრთნები პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორხიელდა.

 

მეხანძრე-მაშველებმა ერთი კვირის განმავლობაში, მაღალ მთაში, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული  სამაშველო კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამაშველო ოპერაციების საკითხებზე ბორჯომსა და ყაზბეგშიც გადაამზადებენ.

 

პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა პირველ ეტაპზე 28 მეხანძრე-მაშველი უკვე გადაამზადეს. სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის  მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს.

 

 

big_banner
არქივი