logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა
- +

13 აპრილი. 2023. 15:36

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 362 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა.

 

მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სოფელ თელიანსა და მეტეხში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებს ეწვივნენ. ისინი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ და დამდეგი დღესასწაული წინასწარ მიულოცეს.

 

ვახტანგ მაისურაძემ, ზურაბ კობაძემ და შოთა ბეგლარაშვილმა სააღდგომო ნობათი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ბინაზე მიუტანეს.

 

 

big_banner
არქივი